Girl Flag Bow Flash Sign Megaphone Hands Background People
Girl
Woman
Girl
2020-ში ფონდს ჰქონდა
და გასცა
Blue Background
10
Pink Background
107
საგრანტო პროგრამა
გრანტი
ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა საგრანტო პროგრამები:


პროგრამა შეიქმნა საგანგებოდ, COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული გადაუდებელი საქმიანობის და კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩენილი ქალთა ჯგუფების მხარდასაჭერად.
დაფინანსებული 33 პროექტიდან, უმეტესობა მიზნად ისახავდა:

პანდემიის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის, სადეზინფექციო საშუალებების და სხვადასხვა ტიპის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას დევნილი, მარტოხელა, ძალადობის მსხვერპლი, მრავალშვილიანი, პენსიონერი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ვეტერანი, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები, მარჩენალდაკარგული, სოციალურად დაუცველი, უმუშევარი, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალებისა და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის.
პროექტების ნაწილი ფოკუსირებული იყო პანდემიის გამო ოჯახში ძალადობისა და შრომითი უფლებების დარღვევის გაზრდილი რისკების შემცირებაზე.

Money
ვრცლად

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები მიზნად ისახავდა:

მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების ინფორმირებულობისა და მგრძნობელობის გაზრდას სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე;
ფსიქოლოგიური და სამართლებრივი მხარდაჭერის აღმოჩენას დისკრიმინაციის მსხვერპლი ქალებისთვის ბათუმში;
პერსონალური მონაცემების დაცვას, კოვიდ-19 პანდემიასა და ახალი რეალობის შესახებ სახელმძღვანელოს მომზადებას;
საქართველოში მცხოვრები უსინათლო და მცირემხედველი გოგონებისა და ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას;
მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ქალებისა და გოგოებისათვის ამომწურავი და სანდო ინფორმაციის მიწოდებას გრძელვადიანი და მუდმივი კონტრაცეფციის თანამედროვე საშუალებების, ოჯახის დაგეგმარების, ორსულობის, მისი უსაფრთხო და ლეგალური შეწყვეტის მეთოდების, სამედიცინო მომსახურების სტანდარტებისა და პაციენტთა უფლებების შესახებ.

03 Circle Plus Plus Vertical Line Horizontal Line Background

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტებით მოხერხდა:

აივ დადებით, ქვიარ, შშმ ქალთა მხარდაჭერა და გაძლიერება;
უსაფრთხო სივრცეების შექმნა, სხვადასხვა რეგიონში;
ქალთა სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საინფორმაციო ვიდეორგოლების შექმნა;
ქალებისთვის სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მაგალითად, მაკულატურისგან ქაღალდის დამზადების შესწავლა.

ჩვენ მიერ მხარდაჭერილი პროექტები მიზნად ისახავდა:

ბოშა ქალთა ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობას;
ქალთა უფლებებზე საჯარო დიალოგის წამოწყებას ისეთ ადგილებში, როგორიც, ტრადიციულად, არ ეთმობა ასეთ საუბრებს. ამ შემთხვევაში - ქუთაისის სოფლის ავტობუსებში;
დასაქმებული და დროებით უმუშევარი სოციალური მუშაკი ქალების პროფესიული ქსელის შექმნას შრომითი უფლებების დაცვის სამეთვალყურეოდ და რეაგირებისთვის;
მედიაში მომძლავრებული კონსერვატიული ნარატივების ფემინისტურ ანალიზს და პოდკასტების მეშვეობით 14-დან 24 წლამდე მოზარდებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ქალთა ორმაგი შრომის შესახებ;
კახეთისა და გურიის ორ-ორ მუნიციპალიტეტში (ოზურგეთი, ჩოხატაური, თელავი, ლაგოდეხი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოებისა და ქალებისთვის თანასწორი შესაძლებლობების და პირობების შექმნას სტატუსის მინიჭების კუთხით;
პროკურორებისა და მოსამართლეების ცოდნის გაზრდას სექსუალური დანაშაულის შესახებ.

03 Circle Illustration Bandage Horizontal Line Background

პროგრამის ფარგლებში, ქალთა შრომითი უფლებების შესახებ გადამზადდა 17 ტრენერი. ისინი კონსულტაციას უწევენ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილ პროექტებს და ატარებენ ტრენინგებს ქვემო ქართლსა და იმერეთში.
ტრენინგის გავლის შემდეგ, შვიდმა საინიციატივო ჯგუფმა და ორგანიზაციამ მიიღო მცირე გრანტი. მათი პროექტების მიზანია:

იმერეთის მუნიციპალიტეტებში, მომსახურების სფეროში დასაქმებულ ქალთა უფლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება;
ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტის გენდერული პოლიტიკის შესწავლა და შეფასება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში;
ქალთა შრომითი უფლებებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლება;
ამავე პროგრამის ფარგლებში, შრომით უფლებებზე ცნობიერების ამაღლებისთვის შეიქმნა პლატფორმა - თანასწორი შრომა. ასევე მომზადდა საინფორმაციო ვიდეოები, კომიქსები და დოკუმენტური ფილმი დეკრეტული შვებულების, არათანაბარი ანაზღაურების, სამუშაო ადგილზე შევიწროების, შრომის პირობების დარღვევისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
პანდემიის დაწყებისას, ქალთა აქტივისტურმა ჯგუფებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს მოწოდება საქართველოში ქალთა შრომითი უფლებების დარღვევის შესახებ, COVID-19 ვირუსით შექმნილ საგანგებო მდგომარეობაში.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების განხორციელების შედეგად:

გაიზარდა სკოლამდელი დაწესებულებების პედაგოგების ინფორმირებულობის დონე მწვანე საკითხების შესახებ;
რუსთავში ჩატარდა მსხვილი საწარმოების სიახლოვეს მცხოვრები ქალების საჭიროებების კვლევა და მოხერხდა მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
ქალები გაეცნნენ ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს; მარტოხელა დედებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს კი გადაეცეთ ენერგოეფექტური ღუმელები, რაც მათ საცხოვრებელ პირობებს საგრძნობლად გააუმჯობესებს;
დაიწყო მუშაობა ქიმიური ტოქსიკურობის შემცირებისთვის აღმოსავლეთ საქართველოს სათბურებში, ხოლო გურიის რეგიონში - ე.წ “ჩეჩმების” სეპტიკური, ბიოლოგიურად სუფთა საპირფარეშოებით ჩანაცვლება;
აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ქალებმა დაიწყეს ნარჩენების მართვის, კომპოსტის და ფიჩხის ღუმელის დამზადების სწავლა, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, ხე-ტყის გაჩეხვის შემცირებას ისახავს მიზნად;
პარალელურად, კომპოსტირების მეთოდის პოპულარიზაცია და პრაქტიკაში დანერგვა დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელშიც.

Women Earth

ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენმა გრანტიორებმა შეძლეს:

ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის სფეროში მომუშავე ქალთა გაძლიერება;
ფოთის ნავსადგურის მიმდებარე და მისგან მოშორებით მყოფი უბნების მაცხოვრებელთა (ბავშვების) სისხლში მძიმე მეტალების რაოდენობის კვლევა;
ეკოფემინიზმისა და ეკოაქტივიზმის გაცნობა და წახალისება;
ონლაინ-საკვირაო სკოლის შექმნა აზერბაიჯანელი და სომეხი დამწყები ქალი პედაგოგებისთვის.

08 Circle Plus Vertical Line Horizontal Line Background

ამ მიმართულებით ქალთა ფონდი წლებია მუშაობს. ამ ეტაპზე, ჩვენ მიერ დაფინანსებული პროექტები მიზნად ისახავდა:

ქალთა მიმართ ძალადობის დაფარული ფორმების კვლევას წყალტუბოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და ძალადობის პრევენციის და მსხვერპლის დახმარების საკითხების ადვოკატირებასა და ლობირებას;
ძალადობის მსხვერპლ ქალთა ფსიქორეაბილიტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 10 სოფელში;
ბოშა ქალთათვის ხელმისაწვდომობის გაზრდას მართლმსაჯულებაზე.

2020 წელს დავიწყეთ ფემინსტრიმის მეოთხე სეზონი, რომლის მთავარი თემები იყო ქალების სექსუალობა, პანდემიის გავლენა ქალებზე, მარტო მოგზაურობა და ქალების ეკოსოფელი, სხვადასხვა პერსპექტივებიდან დანახული ფემინიზმი, საშინაო შრომა და ფემინისტი დედის დღიურები.

კატო მიქელაძის რიგით მე-8 დაჯილდოება 2020 წელს, პანდემიის გამო, ონლაინ გაიმართა. ჯილდოს ახალი მფლობელი აქტივისტი მარიამ ქაჯაია გახდა.

Notio Lolua

2020 წელს გავეცით ნოტიო ლოლუას სახელობის 3 სასწავლო სტიპენდია.

კამპანია - შენი ბრძოლა, ჩვენი ბრძოლაა!

ქალთა ფონდი, ახალგაზრდა მწვანეებთან და ორგანიზაცია WeResearch-თან ერთად დაგეგმილი კამპანიით გამოეხმაურა ფემინისტი და ქვიარ აქტივისტების წინაშე მდგარ გამოწვევებს, რომელიც ხშირად სიძულვილის ენასა და მათდამი არსებულ მტრულ გარემოში გამოიხატება.
კამპანია “შენი ბრძოლა, ჩვენი ბრძოლაა!” ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, გერმანიის, სომხეთისა და უკრაინის ქალთა ფონდებთან ერთად განხორციელდა.
მისი მთავარი თემები იყო:

სიძულვილის ენა

ფემინისტებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ გამოყენებული სიძულვილის ენა ხშირად სექსისტური და ქსენოფობიურია.

უსაფრთხოება და ნდობა

ღირსეული ცხოვრების გარანტიებისა და სოციალური საყრდენების არარსებობისას, ერთმანეთის ნდობა და მხარში დგომა იძენს გადამწყვეტ მნიშვნელობას.

სოლიდარობა და ზრუნვა

ფემინიზმი საერთო სიკეთეებისთვის ბრძოლაა, რომელიც ცალკეული ქალების უფლებებსა და თანასწორობასთან ერთად, სხვადასხვა ჩაგრული ჯგუფების ერთმანეთისადმი სოლიდარობაზე, ემპათიასა და ზრუნვაზე გადის.

მტრული გარემო

პატრიარქალური სისტემა ყოველთვის განსაკუთრებით მტრული იყო ქალებისა და ქვიარებისთვის.

ფინანსური ინფორმაცია

2020 შემოსავალი

2149641 L

2020 ხარჯი

2287783 L

პროგრამები

359204 L

ადმინისტრაცია

627023 L

გრანტები

1301556 L

დონორები და პარტნიორები

ქსელები